მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური სექციის წარმომადგენლებს, აარონ რუპერტს და ემმა სტრაუსს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, კერძოდ 3 მარტს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადით ასევე, ევროკომისიის მიერ ქართული მხარისთვის გადმოცემული კითხვარის შევსების მიმდინარეობით, ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმებითა და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდნენ.

მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას ამ პროცესში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მათ შორის, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ამ პროცესში აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო