კახა კალაძე - მმართველ პარტიას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, რადგან ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ქართველ ხალხზე

მმართველ პარტიას აქვს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ქართველ ხალხზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ IRI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც შეცდომები დაუშვა, რაღაცის გაკეთება დააგვიანა, მაგრამ ქართველ ხალხს არასდროს დაჩაგრავს და შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„ჩემი ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი საზოგადოების მხარდაჭერისა არის მათთან ურთიერთობა. მე არასდროს კავშირი არ გამიწყვეტია საზოგადოებასთან, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და რა თქმა უნდა, ეს განწყობა და დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს და ყველაფერს გავაკეთებ მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მწვანე და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება.

მმართველ პარტიას აქვს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ქართველ ხალხზე. შეიძლება რაღაც შეცდომები ჩვენც გვაქვს, რაღაცის გაკეთება დავაგვიანეთ, მაგრამ ჩვენ არასდროს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ქართველი ხალხისთვის, ჩვენ არასდროს არ დაგვიჩაგრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. არასდროს არ წაგვირთმევია, გახსოვთ წლების განმავლობაში რა ხდებოდა ბიზნესთან მიმართებაში რა დამოკიდებულება იყო და რა ხდებოდა ციხეებში პატიმრების მიმართ. ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს. ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა სამწუხაროდ და არასდროს საქართველოში არ დაბრუნდება ისეთი წლები, როდესაც ხელისუფლება ასეთ რაღაცებს გაუბედავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი