გედევან ფოფხაძე - როგორც ვიშის მთავრობა გასამართლდა და ციხეში წავიდა პეტენი, ისე წავა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ციხეში - ამ ხალხმა ჩვენს ისტორიას ხაზი გადაუსვა

ამ პოლიტიკური პოზიციისთვის, რაც ქართულ ხელისუფლებას აქვს, ციხეების კედლების ხეხვა მოუწევთ ივანიშვილსაც, ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც. როგორც ვიშის მთავრობა გასამართლდა და პეტენი ციხეში წავიდა, ისე წავა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ციხეში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყანა და ღირებულება 30 ვერცხლად გაყიდა.

„ვერცხლის მოყვარული ხალხია, როგორც მათი ლიდერი. დავინახე, რომ ამ ხალხს 30 ვერცხლი უფრო უღირთ. მათთვის ის 30 ვერცხლი უფრო მეტია, ვიდრე საქართველო, მართლმადიდებლობა, ეროვნულობა.

ამ პოლიტიკური პოზიციისთვის, რაც ქართულ ხელისუფლებას აქვს, ციხეების კედლების ხეხვა მოუწევს ივანიშვილსაც, ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც. როგორც ვიშის მთავრობა გასამართლდა და პეტენი ციხეში წავიდა, ისე წავა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ციხეში. ამის გამო, პოლიტიკური ფასის გადახდა, სამწუხაროდ, საქართველოსაც მოუწევს, რადგან დღეს საქართველო იქცა საერთაშორისო მასშტაბის სიმხდალის და შიშის სიმბოლოდ მსოფლიო პოლიტიკის სივრცეში. ყველას ღირსეული პოზიცია აქვს, საქართველოს გარდა. მთელი სამთავრობო პროპაგანდა მიდის, „რა ცუდია ზელენსკი“. ამ ხალხმა ჩვენს ისტორიას ხაზი გადაუსვა, მეტეხის ციხესთან დაღუპულთა მოღალატეებად მიმაჩნია ღარიბაშვილი და მისი მთავრობა. რისთვისაც ქართველი ხალხი თავს სწირავდა, 30 ვერცხლის თანამედროვე კურსი განსაზღვრეს და გაყიდეს საკუთრი სამშობლო და ღირებულებები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა