პენტაგონი - რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება კვლავ გრძელდება მარიუპოლში და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, ძირითადად, დონბასის რეგიონში.

პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების უმეტესობა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება.

„მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთის აეროდრომებზე ბრუნდება, იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაში - გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული,”- განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, პენტაგონის შეფასებით, მარტის ბოლოსთვის რუსეთმა უკრაინაში 1 370-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო