იაგო ხვიჩია - სააკაშვილის გარეთ გამოსვლა დღეს წარმოუდგენლად ჩანს - ოჯახმა კი არა, ვინც გინდა იმან მოითხოვოს, ითხოვენ ისეთ რამეს, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ ამომრჩეველს ვერ აუხსნიან

სააკაშვილის გარეთ გამოსვლა დღევანდელი მოცემულობით წარმოუდგენლად ჩანს. ოჯახმა კი არა, ვინც გინდა იმან მოითხოვოს, ითხოვენ ისეთ რამეს, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ ამომრჩეველს ვერ აუხსნიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გაგზავნის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლებას დროს 30 აპრილის 18:00 საათამდე აძლევს.

ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა.

„საჭიროა ისეთი რამის მოთხოვნა, რომლის ახსნაც იქნება შესაძლებელი და რომლის არშესრულებაც იქნება უსამართლო. მე როგორც ყოფილი ადვოკატი ამ რჩევას რაციონალურად გავცემ, არა ემოციურად და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით - თუ მართლა გვინდა სააკაშვილი იყოს გარეთ, ამის ყველაზე მოკლე გზაა „ნაცმოძრაობის“ დაშლა. ეს აწყობს ყველას - „ნაცმოძრაობას“, მის ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილს, ქართველ ხალხს, ყველას „ქართული ოცნების“ გარდა, რადგან მან უნდა მოუფიქროს ახალი თამაში და ვერ გააგრძელებს ზიზღსა და დაპირისპირებაზე აგებულ კამპანიას. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა რა უნდა ქნან? - ახალი ცხოვრების დაწყება სცადონ. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დღეში არიან? - მათ ნებას განსაზღვრავს მიხეილ სააკაშვილის ნება, რომელიც პატიმარია და როცა პატიმარი მართავს დეპუტატებს, არ არის ჯანსაღი პროცესი და საქართველოს პარლამენტს ეტყობა, რომ არ ვართ ჯანსაღ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს მარტო „ნაცმოძრაობის“ დამსახურება არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორია,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო