ირაკლი ჩიქოვანი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა. არის რამდენიმე გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებების ხელმოწერას. ამის შემდეგ საქართველო შეძლებს პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას“,-განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, ანგარიში 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა.

„მოხსენებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიღწეულია დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი რეფორმირება, რაზეც ერთად ვიმუშავებთ. მასში ასევე ხაზგასმითაა ნახსენები, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა არის უმაღლეს დონეზე“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა