გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, რამდენიმე არჩევნებზე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებამ აჩვენა, რომ საქართველოში მათი ფართომასშტაბიანი დანერგვა სრულებით შესაძლებელია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, რამდენიმე არჩევნებზე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებამ აჩვენა, რომ საქართველოში მათი ფართომასშტაბიანი დანერგვა სრულებით შესაძლებელია.

როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს შუალედური არჩევნები თუ სხვა პატარა მასშტაბის არჩევნები იმისთვის, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინოს კიდევ პილოტირება, რათა 2024 წელს თუ ყოველი მომდევნო არჩევნებისას ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

“საქართველოში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებამ ცხადყო, რომ მის გამოყენებას ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ დავიწყეთ ფართო დისკუსიები და განხილვები მათი ფართომასშტაბიანად გამოყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2 აპრილს, ბათუმის საარჩევნო ოლქში 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნა გამოყენებული და შეიძლება ეს ფაქტი ისტორიულად შეფასდეს, ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და ხმების მთვლელ აპარატებთან მიმართებაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი წარმატებით შედგა, მიუხედავად იმ მცირედი ტექნიკური გამოწვევებისა, რომელიც ამ პილოტის ფარგლებში ჩვენ გამოვავლინეთ. ვფიქრობ, ადმინისტრაციის მიერ უკვე 5 არჩევნებისას გამოყენებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანად გამოყენების შესახებ. გამოვლენილი მცირე ხარვეზების უმრავლესობა აბსოლუტურად ტექნიკური იყო და ამ ხარვეზების შესახებ წინასწარ გვქონდა რისკები იდენტიფიცირებული, რომელიც აღმოიფხვრა. საჩივრების მცირე რაოდენობა, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება ნაკლები პრობლემების გარეშე და შედეგების უმოკლეს ვადებში გასაჯაროება არის ის მთავარი მიღწევები, რომელიც ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას ჰქონდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, კერძოდ, ვერიფიკაციის აპარატების და ხმის მიცემის აპარატების კომპლექსურად გამოყენებას ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. შესაბამისად, ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს შუალედური არჩევნები თუ სხვა პატარა მასშტაბის არჩევნები იმისთვის, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინოს კიდევ პილოტირება იმისთვის, რომ 2024 წელს თუ ყოველი მომდევნო არჩევნებისას შევძლოთ ჩართულ მხარეებთან ერთად მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდოს",- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში, ცესკოს ორგანიზებით, საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაცია იმართება

ცესკოს თავმჯდომარე სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აცნობს საპილოტე პროექტს, რომელიც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა