ილია დარჩიაშვილი - კითხვარის პასუხების ნაწილში არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის

ბოლო წლებში ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესი გავიარეთ, ამიტომ ჩვენი განვლილი გზა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ - საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტს შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესთან დაკავშირებით.

დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესში ყველა სახელმწიფო უწყება და საქვეუწყებო დაწესებულება აქტიურად იყო ჩართული და „ხელისუფლების მოლოდინი არის ოპტიმისტური“.

„საჯაროობის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავად კითხვარის ნაწილი გავასაჯაროვეთ. რაც შეეხება პასუხების ნაწილს, აქ არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა