თინა ბოკუჩავა - მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, გამოიყენონ ერთადერთი გონივრული გამოსავალი - გადაიყვანონ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ სახელმწიფოში

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, გამოიყენონ ერთადერთი გონივრული გამოსავალი - გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ სახელმწიფოში და შემდეგ შევძლებთ, ყველა იმ გამოწვევას გავუსწოროთ თვალი, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საუბრობს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზეა საუბარი.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ახლა ერთად მუშაობაა საჭირო.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც საქართველოს ყველა პარტნიორი, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს სრულ მზაობას ამისთვის, რადგან გვესმის, რომ ახლა ერთად უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი, როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“ და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ვერ გამოიყენა შესაძლებლობა ამ პროცესში „ისტორიული და სახელმწიფოებრივი როლი ეთამაშა“.

„სერიოზული პოლიტიკური გამბედაობა იქნებოდა საჭირო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან იმისთვის, რომ გადაედგა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კრიტიკულად სჭირდება - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების სახით. სამწუხაროა, რომ მას ეს პოლიტიკური გამბედაობა არ აღმოაჩნდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში, როდესაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი მთლიანად უნდა კონცენტრირდეს საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის რეალიზებაზე, დადებითი, ისტორიული და სახელმწიფოებრივი როლი ეთამაშა ამ პროცესში. სამწუხაროდ, მან ეს გზა, როლი და ისტორიული ფუნქცია ვერ აირჩია”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეახსენებთ, 28 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციას „საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და დაპირებების შესრულება“. დოკუმენტს ასამბლეის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა ერთმა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში არსებული უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო გამორიცხავს ნებისმიერ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციას და მმართველ უმრავლესობას შორის. ის ასევე გავლენას ახდენს გადამწყვეტი რეფორმების განხორციელებაზე და წარმოადგენს მთავარ შემაფერხებელს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის. ამასთან დაკავშირებით ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაცია არის ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ ხელისუფლების ან მხოლოდ ოპოზიციის. ამიტომ ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, დააყენონ ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა და ითანამშრომლონ ერთობლივად, რათა სრულად დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.“ რეზოლუციის ავტორები არიან თანამომხსენებლები : ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა