"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ დოჩიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დოჩიას ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ განუცხადა.

როგორც ბოგვერაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.

გრიგოლ დოჩიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

ცნობისთვის, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს "დირსთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 38 წლის გრიგოლ დოჩია დააკავეს.

დაკავებულმა პირმა ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი - არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა. 2 დაჭრილი და გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები არიან, მეოთხე პირი კი, მეზობელია.

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება საცხოვრებელ კომპლექსთან არსებულ სკვერში დაიწყო, სადაც ბრალდებული 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

გრიგოლ დოჩიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას და ორი, ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალი 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა