წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენცია დასრულდა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-11 რეგიონული კონფერენცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით დასრულდა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად, ამ მასშტაბის კონფერენციას საქართველოს წითელმა ჯვარმა უმასპინძლა, რომელსაც 53 ქვეყნის ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოებები წარმომადგენლები და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის უმაღლესი პირები ესწრებოდნენ.

„კონფერენცია რეგიონში არსებული მწვავე გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა. საქართველოში ჩამოსული დელეგაციები სამი დღის განმავლობაში, 26-28 აპრილს, სამ ძირითად საკითხს - მიგრაციას, COVID-19-სა და კლიმატის ცვლილებებს განიხილავდნენ და სამომავლო მოქმედების სტრატეგიებზე მუშაობდნენ.

ამ საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება კრიზისის მასშტაბებმა განაპირობა. Covid-19-მა თითქმის ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მიუხედავად ვაქცინაციისა, პანდემია დღემდე გრძელდება. მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების მასშტაბები კრიტიკულად იზრდება. კლიმატის ცვლილება კი რეგიონის მასშტაბით ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება და საჭიროებს მყისიერ ჰუმანიტარულ თანადგომასა და დახმარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის თქმით, კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ახლა, რადგან რეგიონში არსებული სიტუაცია განახლებული გეგმის შემუშავებისა და ძალების გაერთიანების საჭიროებას ქმნიდა.

„სამი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი რეგიონი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოებების წარმომადგენლებისგან ისმოდა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ საჭიროა გავაძლიეროთ ინვესტიციები ეროვნული საზოგადოებების გასაძლიერებლად, რათა გამოწვევებზე რეაგირება ჩვენი მხრიდან იყოს უფრო მყისიერი და ეფექტური“, - ამბობს ნათია ლოლაძე.

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა COVID-19 პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებასაც. მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკა ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოებებისთვის კარგი მაგალითი იყო იმისთვის, რათა მომავალში მსგავს მოვლენებს უფრო მომზადებულები შეხვდნენ.

„როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენ გვიწევდა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, გზადაგზა შექმნა და სწავლა ჩვენი გეგმების. ამ კონფერენციაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას პანდემიის დროს სამოქმედო გეგმის საერთო გაიდლაინი, რაც როგორც ქვეყნებს, ისე წითელი ჯვრის საზოგადოებებს დაგვეხმარება უფრო სწრაფად და უფრო შედეგიანად ვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა.

წითელი ჯვრის ცნობით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კონფერენციაზე ფართოდ იყო განხილული, კლიმატის ცვლილებებია. ნათია ლოლაძის თქმით, შეიქმნა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მთავრობასთან აქტიურ თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების შესატანადაც. მომავალში, საქართველოს წითელი ჯვარი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს საკანონმდებლო ორგანოსთან.

„კონფერენციის მიმდინარეობისას ჩატარდა ვოქრშოფებიც, რომელსაც მოწვეული დელეგატები და წითელი ჯვრის მოხალისეები დაესწრნენ. ვორქშოფებზე გაზიარებული იყო აღნიშნულ სამ ძირითად თემებზე წითელი ჯვრის გამოცდილება, გამოწვევებთან გამკლავების მეთოდები და გეგმები.

მე-11 რეგიონულ კონფერენციას განსაკუთრებული სტუმრების რანგში ესწრებოდნენ: ფრანჩესკო როკა- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი; დოქტორ კერემ კინიკი - თურქეთის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; ბირგიტა ბიშოფ ებესენი - ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი; ნათია ლოლაძე - საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს