"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ დოჩიას მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლში 18:30 საათზეა დანიშნული.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

გრიგოლ დოჩიას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. ის დუმილის უფლებას იყენებს.

დოჩიასთან ერთად დაკავებულია ასევე მისი ნათესავი, ილია აბლოთია, რომელთანაც ბრალდებული შესაძლო დანაშაულის შემდეგ მივიდა და მომხდარის შესახებ უამბო.

ცნობისთვის, გრიგოლ დოჩიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც განზრახ მკვლელობას, (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

ილია აბლოთიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს