შალვა პაპუაშვილი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) მოსუდ მანანს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და მიმდინარე ოკუპაციაზე ესაუბრა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი.

მხარეებმა გამოხატეს არსებული ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის მზაობა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს