პაატა დავითაია - რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება  პრინციპული საკითხია

ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის 35 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის შექმნილი მძიმე ვითარების და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას განცხადებით, ამერიკის კონგრესის მიერ „ლენდ ლიზის“ პროგრამის თითქმის ერთხმად დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იმ ფართომასშტაბიან ომში, რასაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

„როგორც ცნობილია, „ლენდ ლიზის“ დამტკიცებასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის გამოყოფილი იყოს 35 მილიონი დოლარი. იმ მძიმე პროცესების ფონზე, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად, ჩვენი პარტნიორის ამგვარი დახმარება არის უზარმაზარი მხარდაჭერა.

ქართული შეიარაღებული ძალების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მაღალ ნიშნულზე იყოს აყვანილი საქართველოს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობა საქართველოს სამხედრო ძალების გაძლიერების კუთხით. ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის”, - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო