სოფო ჯაფარიძე სახალხო დამცველს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსილიუმის შექმნის საკითხზე ხვდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება. როგორც სოფო ჯაფარიძემ შეხვედრაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბრის მთავარი თემა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსილიუმის შექმნა იქნება.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოეთის კლინიკებთან და ექიმებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

"კლინიკებთან მოლაპარაკებები გრძელდება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექიმებთან და როგორც კი მექნება კონკრეტული დოკუმენტები აუცილებლად გაგაცნობთ. ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ენდობა ისეთ კომპეტენტურ ექიმებს, როგორებიც სახალხო დამცველის ექიმები არიან, უნდა შექიმნას ალტერნატივა - საერთაშორისო კონსილიუმი, რადგან რაც შეიძლება მყისიერად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან ყოველი წუთი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილი რომ ადეკვატურ დახმარებას ვერ იღებს ამას მისი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადყოფს. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უკან-უკან მიდის და ის დღეს ფაქტობრივად, სრულად დაუძლურებულია. აქედან გამომდინარე, უკვე გარდაუვალია ის, რომ მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა უნდა მოხდეს", -განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა