გია ვოლსკი - ამ შემთხვევაში შეიძლება „საირმე“ ან „ნაბეღლავი“ დავლიოთ - ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვქონდა საშუალება, სანქცირებული რუსი ბიზნესმენისათვის კომპანიის 60% არ გადაგვეცა, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ გადასცა!

ამ შემთხვევაში შეიძლება „საირმე“ ან „ნაბეღლავი“ დავლიოთ - ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვქონდა საშუალება, სანქცირებული რუსი ბიზნესმენისათვის კომპანიის 60% არ გადაგვეცა, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ გადასცა! - ასეთი იყო პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი “ბორჯომის“ წარმოების შეჩერების თაობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე.

ვოლსკი შეფასებით, კითხვები, თუ რატომ მოხდა ასე, მამუკა ხაზარაძესთან უნდა დაისვას.

„აღნიშნული ბიზნესგარიგება იმ პერიოდში ალბათ აბსოლუტურად ნორმალური გარიგება იყო. დღეს ასეთი რეალობა შეიქმნა. სამწუხაროდ, ამ რეალობას გვერდს ვერ ავუვლით. არსებობს გარკვეული ინტერესები, რომელიც ქვეყანას გააჩნია - რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქტი აწარმოო და რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიტანო. ეს არის ფორმულა, რომლითაც ბიზნესი და ნებისმიერი ქვეყანა არსებობს. “ბორჯომი“ ქართული ბრენდია და ძალიან დასანანია თუ მან საქმიანობა შეწყვიტა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა