სოფო ჯაფარიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი უცხოეთში გადაყვანა და მკურნალობა

ჩვენ ერთხმად ვთანხმდებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ის მყისიერად საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში არ, ან ვერ უტარდება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი უცხოეთში გადაყვანა და მკურნალობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მან ნინო ლომჯარიასთან პენიტენციური სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა დროსაც ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით სასაუბროდ და კითხვებზე პასუხების გასაცემად მზადაა.

„სახალხო დამცველს გავაცანი ჩემი გეგმები, გავაცანი თუ რას და როგორ ვაპირებ, ვის ვხვდები და ა.შ. გავეცანი სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, უკვე მისგან მოვისმინე.

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას დღეს სეირნობა ვერ უშველის. ეს არის ნათელი და პენიტენციური სამსახურის განცხადებას რაც შეეხება, ნინო ლომჯარია არის მზად იმისათვის, რომ მათ ესაუბროს და მათი მხრიდან არსებულ კითხვებზე პასუხი გასცენ. მე მგონი, იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის შემადგენლობაში ისეთი კომპეტენტური ექიმები არიან, რომ წესით მათ მიმართ კითხვები ნაკლებად უნდა იყოს, მაგრამ რადგან არის, ისინი მზად არიან პასუხები გასცენ ყველა კითხვაზე, რაც დასკვნის გარშემო არის", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო