დიმიტრი ხუნდაძე "საქსტატის" მონაცემებზე - ამ ციფრებიდან გამომდინარე, ცხადზე ცხადია თუ რას გადავარჩინეთ ქვეყანა, მათ შორის აფხაზური და ოსური გენოფონდი. ამიტომ არის დაუშვებელი ომი საქართველოში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ ამ დემოგრაფიული მონაცემების შემდეგ ცხადზე ცხადი გახდა, თუ რას გადაარჩინა ქვეყანა ხელისუფლებამ დღეს ამ დაუნდობელ ომში არჩართვით, გადაარჩინა არა მარტო ქართული, არამედ, აფხაზური და ოსური გენოფონდიც, რომელთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.

„გარდა სტატისტიკის მონაცემებისა, ჩვენ გვაქვს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დემოგრაფიული მაჩვენებლებიც, სადაც კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. ჩვენ გვტკივა როგორც ქართული, ასევე აფხაზურ-ოსური გენოფონდის მომავალიც. ამ დემოგრაფიული მაჩვენებლების ფონზე კიდევ რომ ვინმე ომისკენ წააქეზებს ქვეყანას, ის მტერია ჩვენი და უნდა მოიკვეთოს. წარმოუდგენია ვინმეს, როგორი სტატისტიკური მონაცემები გვექნებოდა ამ გამანადგურებელი ომის შემდეგ ჩვენც და ჩვენს ძმებს, აფხაზებსა და ოსებს? აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ქვეყანაზე. ეს ციფრები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება გონიერება და სიმტკიცე გადაწყვეტილებებში, რაც უდავოდ აქვს. დღეს სერიოზული შემოტევების მიუხედავად, ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი გარანტირებულია.

რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკის მონაცემებს, მოსახლეობის კლების ყველაზე დიდი მიზეზი არის კოვიდ-პანდემია, შემდეგ კი ის, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდ - საქართველო შევიდა შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდში და ეს გამოწვეულია 90-იანი და 2000-იანი წლების მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობიდან, რომელზეც არავინ იზრუნა ჩვენამდე. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ნეგატიურია, ჩვენ იმედით ვაგრძელებთ მუშაობას დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რადგან ბევრად უფრო ნეგატიური იქნებოდა ეს მონაცემები, რომ არა ჩვენი 8-წლიანი დაუღალავი შრომა.

ამჟამად, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამზადებს საქართველოში განხორციელებული დემოგრაფიული პროგრამის სრულ ანალიზს და ამაზე დაყრდნობით შევიმუშავებთ ახალ ინიციატივებს. ჩვენ სრულ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს პრემიერთან, მთავრობასთან და პარლამენტის კომიტეტებთან და მალე შემოგთავაზებთ ამ მხრივ სიახლეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო