ბადრი ჯაფარიძე - ირაკლი ქადაგიშვილმა და გია ვოლსკიმ თქვეს მორიგი უსინდისო ტყუილი და შესანიშნავად იციან, რომ რასაც ამბობენ, ეს არის ტყუილი

ირაკლი ქადაგიშვილმა და გია ვოლსკიმ თქვეს მორიგი უსინდისო ტყუილი და შესანიშნავად იციან, რომ რასაც ამბობენ, ეს არის ტყუილი. ეს არის მათი პარტიისთვის დამახასიათებელი ხელწერა - ადამიანებს დააბრალო ის, რასაც არასდროს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, თავის დროზე, ბორჯომის გაპარტახებული ინდუსტრია მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, perrier international- ის პრეზიდენტთან, ძალიან ცნობილ იტალიელ, ჰოლანდიელ და ფრანგ ინვესტორებთან ერთად გარდაქმნეს კონკურენტულ საწარმოდ.

„მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი საწარმო და ბიზნესია საქართველოში, რომელიც შეტანილია ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სასწავლო კურსში როგორც წარმატებული ბიზნეს ქეისი.

ჩვენ ეს მოვახერხეთ და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ მამუკამ, მე და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა.

2003 წელს, ბორჯომის ბიზნესი შეიძინა პატარკაციშვილის და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა საინვესტიციო ფონდმა - "სალფორდი".

2013 წელს კი "სალფორდის" მიერ ბორჯომის აქციების საკონტროლო პაკეტი გასხვისდა "ალფა ჯგუფზე". თუმცა "ბორჯომის კომპანიაში" დღემდე მნიშვნელოვან წილს ინარჩუნებს პატარკაციშვილების ოჯახი.

ეს ისტორია რაც დღეს ხდება "ბორჯომის" ირგვლივ საგანგაშოა, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული ბიზნესი ეჯახება გადაულახავ სირთულეებს. ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ და პატარკაციშვილების ოჯახმა მაქსიმალური გააკეთონ იმისათვის, რომ "ბორჯომის" ბიზნესი არ შეჩერდეს, ადამიანები უმუშევრები არ დარჩნენ და წარმატებული ისტორია გაგრძელდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო