გიგა ბოკერია - მთავარი არის ის, რომ გვყავს პუტინის რუსეთის რბილი სატელიტი ხელისუფლება და მათი ჩამოშორება ჩვენი ეროვნული ამოცანაა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინის რუსეთის რბილი სატელიტები არიან და შესაბამისად იქცევიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობაა ამ პრობლემის გადაჭრა და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა.

„მთავარი ის კი არ არის, როდის მოახდენს რეაგირებას უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი რეჟიმის საქციელზე, რომელიც პუტინის რუსეთთან ომშია, არამედ ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის სახით ასეთი რეჟიმი გვყავს. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა, ისინი პუტინის რუსეთის რბილი სატელიტები არიან და შესაბამისად იქცევიან. ზოგჯერ შეიძლება შეფუთონ, რაღაც ნაბიჯი გადადგან სხვა მიმართულებით, მაგრამ არსი ეს არის. პირველ რიგში, ეს ჩვენი ეროვნული პრობლემაა და არა უკრაინის, ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ პრობლემის გადაჭრა ყველა ლეგიტიმური გზით, მათი მშვიდობიანი შეცვლა, ხოლო, მანამდე საერთაშორისო ასპარეზზე მათი სრული იზოლაცია და დიახ, მუშაობა იმაზე, რომ სამიზნე გახდეს ყველა, ვინც რუსეთის პუტინის ბოროტების იმპერიას ეხმარება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა