ვიქტორია ნულანდი - რუსეთის ხელისუფლების მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, ადასტურებს რეჟიმის უპასუხისმგებლო საქციელს

რუსეთის ხელისუფლების მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, ადასტურებს რეჟიმის უპასუხისმგებლო საქციელს და იმ შემთხვევაში, თუკი ეს მუქარები რეალურად განხორციელდება, რუსეთისთვის იქნება შედეგები, რომელთა გამო ის ვეღარასდროს დადგება ფეხზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა „მედუზას“ განუცხადა, რომელიც რუსეთში ითვლება მედიასაშუალებად, რომელსაც უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი აქვს.

„ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისთვის. ღმერთმა არ ქნას, პუტინი და მისი გენერლები რეალურად იყვნენ მზად ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ნულანდმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყებიდან აშკარა გახდა, რომ საფრთხეები, რომლებიც პუტინის მხრიდან ვრცელდება, სერიოზულად აღქმას საჭიროებს.

„ამიტომ, აშშ და ჩვენი მოკავშირეები ემზადებიან მოვლენათა ასეთი განვითარებისთვისაც, მაგრამ თუ აქამდე მივა საქმე, ეს იქნება სამხედრო დანაშაული ისეთი მასშტაბის, რომელთა შედეგების გამო არც თავად ის, არც რუსეთი უკვე ვეღარასოდეს დადგება ფეხზე“, - განაცხადა ნულანდმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია