გიორგი ვაშაძე - საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი - უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ნატო-ში გაწევრიანებამდე ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია, რომ რუსული აგრესია შევაჩეროთ

"ქართული ოცნება“ მატყუარა ოცნების პარტიად ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „ჭორიკნების ბუდედ იქცა“.

„მათი ერთადერთი საქმე ის კი არ არის, რომ ხალხს ხელი გაუმართონ, ეკონომიკა წინ წაწიონ, უბრალოდ ყოველდღე სხედან და ტყუილებს იგონებენ. ჩვეულებრივ ჭორიკნების ბუდედ იქცნენ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება.

„საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება. როდის იქნება? ამას თქვენ თვითონ ნახავთ. ამისთვის ყველაფერი მომწიფდება, რაც კანონით და კონსტიტუციით არის შექმნილი. წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედანაც იქნება. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც აშშ-ში ვიზიტისას განიხილება.

„რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვხსნათ. თუ ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს ამაზე დაველაპარაკებით, დამერწმუნეთ, ეს შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს. დღეს ვაშინგტონი მსოფლიოს პოლიტიკური ცენტია, სადაც ყოველდღიურად მიიღება გადაწყვეტილებები ჩვენს რეგიონთან, უკრაინასთან მიმართებით. ვწუხვარ, რომ საქართველო აქ არ არის. ხელისუფლებაში მმართველი ძალის პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სირაქლემას პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ზოგადად ახალ გეოპოლიტიკურ ტურბულენციასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე, ეს სირაქლემას პოზიცია საფრთხეებს მოგვიტანს, რუსეთისგან შემდგომ აგრესიას.

სამწუხაროდ, იმ შესაძლებლობას, რომელიც საქართველომ შეიძლება გამოიყენოს, ხელიდან ვუშვებთ. დღეს, დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ ვაყენებთ საკითხს, რომ საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი. დარწმუნებული ვარ, უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ნატო-ში გაწევრიანებამდე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი, რომ რუსული აგრესია შევაჩეროთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ და სხვა შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს.

„ვწუხვარ, რომ "ქართული ოცნება“ ამ საოცარ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს. ოთახში არიან ჩაკეტილი, ოღონდ არავის ელაპარაკონ და ოღონდ არავინ ჩამოვიდეს საქართველოში, მზად არიან, სახელმწიფო ინტერესებზე უარი თქვან“,-განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა