პროკურორის ინფორმაციით, ვაზისუბანში მშობლების მკვლელობის მოტივად დედ-მამასთან პირადი უთანხმოება სახელდება

პროკურორის ინფორმაციით, ვაზისუბანში მომხდარი დანაშაულის მოტივად, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მშობლები მოკლა, სახელდება კონფლიქტი და პირადი უთანხმოება მშობლებთან, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განუცხადა, ახალგაზრდა კაცი მიუთითებს, რომ კონფლიქტი ძირითადად მამასთან ჰქონდა.

პროკურორის განმარტებით, მკვლელობის დროს მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იყო. მისივე თქმით, ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობს. პროკურორის თქმით, მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს როგორც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ისე დამამძიმებელ გარემოებაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობას.

„ვეცდები ბევრ დეტალზე არ ვისაუბრო, რადგან გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე, საქმეზე მიღებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კონფლიქტი ჰქონდა მშობლებთან, ძირითადად მამასთან, თუმცა რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და აღნიშნული მკვლელობა დაგეგმა გარკვეული დღეებით ადრე, რომელიც 27 აპრილს განახორციელა. ყაჩაღობის ინსცენირებას აღიარებს. ამოღებულია რამდენიმე იარაღი, მამას გააჩნდა რეგისტრირებული იარაღები, თუმცა ამოღებულია არარეგისტრირებული იარაღებიც. ერთ შემთხვევაში მკვლელობა განხორციელებულია მამის რეგისტრირებული იარაღიდან, ხოლო, მეორე შემთხვევაში განხორციელებულია არარეგისტრირებული იარაღიდან“, - განაცხადა იაკობიძემ.

რაც შეეხება კითხვას, მკვლელობა ე.წ. მაყუჩიანი იარღით მოხდა თუ არა, ვინაიდან ორივე გარდაცვლილი მშობელი მკვლელობისას მძინარე მდგომარეობაში იყო, როგორც პროკურორი პასუხობს, გვამებზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზა და დამატებითი ინფორმაცია ცნობილი სწორედ სამედიცინო ექპერტიზით გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორივე მშობელს სხვადასხვა ოთახში ეძინა. მამის მიმართ სროლა განხორციელდა თავის არეში და სხვა ოთახში მყოფი დედის მიმართ კი, ცოტა ხნის შემდეგ. მომხდარი თავადვე აღიარა, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ აღიარება არ გახდა ბრალდების საფუძველი. საქმეზე ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, საუბარია ყაჩაყობის ინსცენირებაზე, საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია ნივთები, რომელიც სწორედ ავტომობილიდან იქნა ამოღებული. სხვადასხვა ნივთებია, მათ შორის, ფული და ოქრო. ამ ეტაპზე, გარკვეული ავტომობილები გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ და აქვე განმარტა, რომ თუ რა კავშირშია მომხდართან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილები ამას გამოძიება დაადგენს.

პროკურორის განმარტებით, მკვლელობის შემდეგ სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა 112-ში და რის შემდეგაც სამაშველო სამსახური ადგილზე გამოცხადდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს