პრემიერი - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად წარვადგენთ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიურია.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა და აგრძელებს დაწყებული რეფორმების პროცესს.

„საბოლოდ შევჯერდით და კითხვარი შევსებულია. უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტიანად. ყველა კითხვა გავლილი იქნა და დოკუმენტი მზადაა, რომ გადავცეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს და შემდგე უკვე ბრიუსელში გაიგზავნება. მოლოდინი პოზიტიურია გვაქვს, ჩვენი მხრივ, ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ. რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება და ბოლომდე მივა. ასოცირებული ტრიო - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის. ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული და მინდა მათ მადლობა ვუთხრა ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა