ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებზე, რომელიც მერიის საქმიანობას ეხება, მკაცრი რეაგირება იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებზე, რომელიც ქუთაისის მერიის საქმიანობას ეხება , მკაცრი რეაგირება იქნება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტს არ იცნობს, თუმცა მოიკითხავს მას და ყველა ასეთ ფაქტზე მკაცრი რეაგირება იქნება.

„არ მინახავს [ეს დოკუმენტი] და მოვიკითხავ აუცილებლად. არცერთი ასეთი ბრალდება და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე. ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება თითოეულ ასეთ ფაქტს. ამას გპირდებით მე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად მუნიციპალიტეტის საქმიანობაში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები. ამასთან, აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ „2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს