აშშ-ს ელჩის  განცხადებით, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა. როგორც ელჩი განმარტავს, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის.

"თითოეულმა ადამიანმა უნდა აღიქვას სერიოზულად. ეს პროცესი მოითხოვს მთლიანი საზოგადოების ჩართულობას. ყველა ადამიანმა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა. ეს კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი ძალიან მალე წარედგინება ელჩ ჰარცელს, მეორე ნაწილი კიდევ უფრო გრძელია, მეტ კითხვას მოიცავს. აღნიშნული პროეცსი დიდ დროს მოიცავს, რაც ევროკავშირის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს არაჩვეულებრივი შანსია საქართველოსთვის, რათა წარმოაჩინოს, რომ იგი მზადაა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები, რათა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან. საქართველომ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, აღნიშნული გზა უნდა გააგრძელოს", - აღნიშნავს დეგნანი.

ცნობისთვის, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი