ომბუდსმენის ინფორმაციით, ოკუპანტებმა „აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს

19-20 აპრილს მარიუპოლში რუსი სამხედროების ტყვეობაში აღმოჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები სასტიკად აწამეს. ამისშესახებ ინფომაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისი ცნობით, ოკუპანტებმა „აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს.

„ერთ-ერთი მებრძოლი არაადამიანური წამების შემდეგ რაშისტებმა სასტიკად მოკლეს, თავისი ნამოქმედარის დამადასტურებელი ფოტო კი დღეს დილით „აზოვის“ მებრძოლის დედას გაუგზავნეს. გარდაცვლილი მებრძოლის დედის თქმით, მისი შვილი რუსების ალყაში აღმოჩნდა და შემდეგ რუსი პროპაგანდისტების ვიდეოში ფიგურირებდა“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ტყვეთა წამება და მოკვლა - ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მიღწეულ შეთანხმებას იმ ქაღალდის ფასიც არ აქვს, რომელზეც ისინი დაწერილია.

„ოკუპანტები მიმართავენ მზაკვრულ პროვოკაციებს, არ ერიდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან დამალვას და ადამიანების ფარად გამოყენებას. ისინი აიძულებენ ხალხს ტყვედ ჩაბარებას, რის შემდეგაც მათ ხოცავენ“, - განაცხადა დენისოვამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი