თბილისში არსებული შადრევნები ჩაირთო

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები ჩაირთო.

მათივე ცნობით, ყველა შადრევანი ყოველი წლის პირველი მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს.

„მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III ა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა.

გარდა ამისა, ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

თბილისში არსებული 50-ზე მეტი შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს, ხოლო შადრევნების ნაწილი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები