მამუკა გამყრელიძემ   „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ წევრებთან   საჯარო ლექცია  გამართა

პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დიკუსიის თემა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება, უკრაინის მხარდამჭერ პროცესში საერთაშორისო ჩართულობა და რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების ზემოქმედების მოსალოდნელი შედეგები იყო.

მათივე ცნობით, „საგარეო პოლიტიკის საბჭო“, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ურთიერთობების ახალგაზრდა სპეციალისტებს, ასეთ შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

„პროექტი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი პროექტები აუცილებელია მომავალი დიპლომატებისთვის. პირადი ურთიერთობები სხვადასხვა თაობის სპეციალისტებს შორის, გამოცდილების და მოსაზრებების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალი დიპლომატების და პოლიტოლოგიებისთვის“, - განაცხადა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ.

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა