ფილტვებზე ოპერაციებს ყოველთვის თან არ ახლავს დიდი ჭრილობები, ნაწიბურები და პოსტოპერაციული ტკივილები. თანამედროვე მინიმალურ ინვაზიურ ქირურგიას იგივე შედეგების მიღწევა შეუძლია, მაგრამ პაციენტისთვის მცირე პრობლემებით. უახლესი განვითარება ამ სფეროში - ერთპორტიანი VATS-მეთოდიკა, რომელიც ფილტვების ვრცელი ოპერაციების ჩატარების საშუალებასაც იძლევა ერთი პატარა ხვრელის მეშვეობით.
პროფესორი, მედიცინის დოქტორი სემიჰ ჰალეზეროღლუ და მისი გუნდი, პირველები იყვნენ თურქეთში, რომლებმაც მრავალი წლის წინ გამოიყენეს ერთპორტიანი VATS ფილტვის კიბოს სამკურნალოდ. ის, 35 წელია ონკოლოგიური ქირურგიით არის დაკავებული და 2009 წლიდან მუშაობს კლინიკა Acıbadem-ში. პროფესორმა მოგვაწოდა სასარგებლო ინფორმაცია ფილტვის ქირურგიის უახლესი მეთოდების, ერთპორტიანი VATS პროცედურის, მისი უპირატესობებისა და ჩატარების მაჩვენებლების შესახებ.

როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?
ფილტვის ოპერაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს ტრავმამ, ინფექციებმა და ფილტვის კიბომ. სემიჰ ჰალეზეროღლუ ამბობს, რომ ის ხშირად მუშაობს პაციენტებთან, რომლებსაც აწუხებთ ფილტვის კიბო და შუასაყარის ცისტები, პლევრისა და გულმკერდის კედლის ავთვისებიანი დაავადებები, მეზოთელიომა, ფილტვების თანდაყოლილი დაავადებები ბავშვებში, დიაფრაგმული დარღვევები, ფილტვის ანთებითი დაავადებები. პროფესორის თქმით, ოპერაციების 80%, ავთვისებიან პროცესებთან არის დაკავშირებული. ფილტვის კიბოს ქირურგიული მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ფილტვის ქსოვილის დაზიანებული ნაწილის მოცილებას. ამას ეწოდება ფილტვის რეზექცია, რომელიც კეთდება ღია ან დახურული ოპერაციით.
რა სახის ფილტვის კიბოს ქირურგია არსებობს?
ფილტვის სიმსივნის ზომისა და მდებარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ქირურგია გამოიყენება:

რა არის VATS და ერთპორტიანი VATS?
VATS - ვიდეო-დახმარებით გულმკერდის ქირურგიას ნიშნავს (Video-Assisted Thoracic Surgery). გულმკერდის გახსნის ნაცვლად, გულმკერდის ქირურგი აკეთებს სამ პაწაწინა ჭრილს, რომელშიც მინიატურულ კამერასა და ინსტრუმენტებს აყენებს. ამის შემდეგ, ოპერაციის ადგილი აისახება ეკრანზე.
კლინიკა Acıbadem-ის ექსპერტი აღნიშნავს, რომ ფილტვის ფართო ოპერაციებიც კი შეიძლება გაკეთდეს ამ მეთოდით: „მაგალითად, ფილტვის კიბოსთვის VATS ლობექტომია კეთდება 3-4 სმ სიგრძის ერთი ჭრილობით, ფილტვის არტერიები არ იხსნება. ფილტვის ლობულები, სიმსივნის ნაწილები და დაზარალებული ლიმფური კვანძები ამოღებულია იმავე გზით. ეს არის ყველაზე ნაკლებ ინვაზიური პროცედურა“.
რა ჩვენებებია ერთპორტიანი VATS-ისთვის?
ნებისმიერი სხვა ქირურგიული პროცედურის მსგავსად, ერთპორტიანი VATS ყველასთვის განკუთვნილი არ არის. მხოლოდ მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ ქირურგებს შეუძლიათ განსაზღვრონ შეიძლება თუ არა პაციენტის ოპერაცია და რომელი ქირურგიული მეთოდია ნაჩვენები. პროფესორ ჰალეზეროღლუს თქმით, ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებს, როგორც წესი, სრული სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ წინასწარი შეფასებისთვის.
„ჩვენ გვჭირდება PET-სკანირება ან უკიდურეს შემთხვევაში, გულმკერდის CT სკანირება, რათა გავიგოთ დაავადების სტადია. ჩვენ შეგვიძლია ოპერაცია მხოლოდ 1-ლი და მე-2 სტადიის პაციენტებზე. მე-3 და მე-4 სტადიებზე, ოპერაცია შესაზლებელია რემისიის დროს“, - განმარტავს Acıbadem-ის ექსპერტი.
რა უპირატესობა გააჩნია ერთპორტიან VATS-ს?
ვინაიდან, ეს არის ფილტვის დახურული ტიპის ოპერაცია და ტარდება ერთი ჭრილის მეშვეობით, ერთპორტიანი VATS-ით ქსოვილი ნაკლებად ზიანდება, იმავე ღია თორაკოტომიასთან შედარებით. ამრიგად, VATS პაციენტისთვის უპირატეს სარგებელს უზრუნველყოფს კომფორტისა და ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით. „ოპერაცია გაცილებით ხანმოკლე და უსაფრთხოა, ხოლო აღდგენა კი - უფრო სწრაფი. პაციენტებს არ სჭირდებათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნა. ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია ხოლო ფასი - დაბალი“, - ამბობს პროფესორი ჰალეზეროღლუ.
ამჟამად, ოპერაციების უმეტესობა მინიმალური ინვაზიური მეთოდებით ტარდება. როგორც პროფესორი ჰალეზეროღლუ აღნიშნავს, 2021 წელს, Acıbadem-ში, მის გუნდთან ერთად ჩატარებული 258 ოპერაციიდან 211, ანუ 82% შესრულდა ერთპორტიანი VATS-ით. დღესათვის, ეს არის ყველაზე მოწინავე მეთოდიკა, რომელიც გამოიყენება ფილტვის კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში.
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N60, ტელ: 0431 258500
გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები სამედიცინო სფეროში და უფასო, ალტერნატიული, მსოფლიოში წამყვანი მედიკოსების მოსაზრება: Facebook.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)