მიხეილ სარჯველაძე - ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი სოლისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან

ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები თუ სოლისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის აზრით, იდეური და საქმიანი ერთიანობა და დამოკიდებულებები, რომელიც მათ აერთიანებთ, მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ მარტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ.

„ეს არის ზუსტად ამორალურობა. ამორალურობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ინტერესს არაფრად დაგიდევენ თუ ამ ინტერესის და ნებისმიერი წარმატების ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმყოფება. როგორც ჩანს, იმ ორკესტრში, რომელიც დღეს დაკავებულია საქართველოსთვის რეპუტაციული რისკების შექმნით იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ავნონ, ერთ-ერთი მონაწილე და ორკესტრანტი პავილიონისიც გახლავთ. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი ახსნა ასეთი დამოკიდებულების, როცა ადამიანი თვლის, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, განსხვავებით მაგალითად, მოლდოვისგან, თუმცა ამას რეალურად აბსოლუტურად არავითარი საღი და გონივრული არგუმენტი არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა.როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას იწვევს. ჟიგიმანტას პავილიონის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავოსუფლებისთვის ბრძოლას მოიგებს. პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისსა და მთელს კავკასიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა