ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთი მხრივ თურქეთი ასრულებს შუამავლის როლს და მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას, სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტისთვის გააკრიტიკა. ზელენსკის განცხადებით, თურქეთი ერთი მხრივ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს და მხარს უჭერს ქვეყანას მნიშვნელოვანი ზომების მიღების გზით, მეორე მხრივ კი სპეციალურ მარშრუტებს ამზადებს რუსი ტურისტებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა EPT News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსულ ტურიზმს საბერძნეთისთვის ბევრი ფული მოაქვს უკვე მრავალი წელია. ვფიქრობ ისინი ფულს შოულობენ სისხლით და შემდეგ ეს ფული გააქვთ. ასეთივე მდგომარეობაა თურქეთში. ერთი მხრივ თურქეთი ასრულებს შუამავლის როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის გზით მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ, კი ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას, სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობა, ამაზე საუბარი საჭიროა.

„მე, როგორც პრეზიდენტმა შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები, ასე შეუძლებელია. ამასთან ასე გამკლავება არ შეიძლება, ეს ორმაგი სტანდარტებია. არასამართლიანია. ვფიქრობ, ასე არ შეიძლება იყოს, უნდა გაკეთდეს არჩევანი სიმართლისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის