საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა