ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებენ

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის პერსპექტივა არსებობს.

„იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან, უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს იყო რამდენიმე არცთუ დადებითი განცხადება გაკეთებული ევროპელი ლიდერების მხრიდან ამ კუთხით, მითუმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისთვის, ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა, საბოლოოდ, იმის იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს დღეს გადასცემს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 13 მაისამდე მზად იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს