ფინანსთა მინისტრი - საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი - პარტნიორები ინფორმირებული არიან, რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პარტნიორებს კითხვები ვერ ექნებათ.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ეხება არა ნებისმიერ, არამედ კონკრეტულ პროდუქტებს, რომელთა ჩამონათვალიც საჯაროა და პარტნიორი ქვეყნები ინფორმირებულები არიან, რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით.

„საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ქვეყანა. შესაბამისად ამ მიმართულებით საქართველომ გადადგა ყველა ის ნაბიჯი და ქმედება, რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იქნას აღნიშნული განცხადება და ქმედება. ეს ეხება როგორც საფინანსო მიმართულებით დაწესებულ სანქციებს, ასევე კონკრეტულ საქონელთა დაწესებულ სანქციებს. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებმაც დააწესეს აღნიშნული სანქციები. ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან, რას აკეთებს საქართველო. ჩვენს პარტნიორებს შეკითხვები არ აქვთ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

საქართველო ჩვენს ყველა პარტნიორთან ახდენს ინფორმაციის გაცვლას, დაზუსტებას, მთელი რიგი მიმართულებით და ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ რაიმე ტიპის შეცდომა დაშვებული არ იქნება. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს დიდ რაოდენობა საქონლის მოძრაობაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც დაწესებულია. საფინანსო სექტორში ამ სისტემას მიერთებულია საქართველოს საფინანსო სექტორი, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები უზრუნველყოფს შედეგს, რაც ამ მიმართულებით უნდა დადგეს. ეროვნული ბანკის სახით საფინანსო სექტორს ჰყავს ძალიან მყარი და საიმედო რეგულატორი, შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე სირთულეებს არ ველოდებით. რაც შეეხება საქონელთა მიმართებით - ინდივიდუალურად როგორც დიდ ბრიტანეთს, ასევე აშშ-ს და ევროკავშირს აქვს დაწესებული კონკრეტული საქონლის ჩამონათვალი, რომლის რუსეთში შეტანა, მაგალითად, ევროკავშირიდან, ან რუსეთიდან ევროკავშირში შეტანაა აკრძალულია. ეს არ არის სრული ჩამონათვალი ნებისმიერი ტიპის საქონლისა. არის კონკრეტული ჩამონათვალი და მხოლოდ ამ ნაწილზე ვრცელდება აღნიშნული სანქციები. საქონლის ეს ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ევროკავშირის ვებ - გვერდზე, დიდი ბრიტანეთის ხაზინის ვებ-გვერდზე და ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებ-გვერდზე, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული. სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ დააწესეს სანქციები და ისინი არიან სრულად ინფორმირებულები, რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა