ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ფეხზე ჰკიდია

„ნაცმოძრაობას“ ქვეყანა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ფეხზე ჰკიდია - ეს არის მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების არსებულ პოლიტიკაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალაა და მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ამაზე მეტყველებს.

„ეს აჩვენებს ზოგადად მათ დამოკიდებულებას არა მარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ. როდესაც ქვეყანას ასე მოიხსენიებ, როდესაც ქვეყანას ამ "ფეიკებით" ასე ახასიათებ, ბუნებრივია, აქ ჩანს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ეს არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა. ომში ჩართვაც მაგიტომ უნდათ ზუსტად ანუ, მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის იქიდან მოყოლებული, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, 2008 წელს, როდესაც ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს, ესეც ზუსტად იმავეს გამო გააკეთეს, მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი და დღეს რასაც აკეთებენ, იგივე ეს განცხადებები, ესეც არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ჟარგონზე რომ ვთქვათ, ფეხზე ჰკიდია. ეს არის მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ და პასუხი უნდა იყოს მარტივი. ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ დავუშვათ და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და განვითარება ჰქონდეს. ამისათვის ყველაფერი გაკეთდება,“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა