შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. მხარეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ პროცესში, მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კომუნიკაციის მნიშვნელობა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება.

შალვა პაპუაშვილმა კოლეგას ჩეხეთის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს