იაგო ხვიჩია შალვა პაპუაშვილს - ევროკავშირის კითხვარი შევავსეთ და ჩავაბარეთ, თუმცა შინაარსი არ ვიცით - მინდა, რომ გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს

ევროკავშირის კითხვარი შევავსეთ და ჩავაბარეთ, თუმცა მისი შინაარსი არ ვიცით - ეს იმდენად ეხება ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს, რომ ფიზიკურად არ შეიძლება მისი შინაარსის გასაიდუმლოება, - ასე მიმართა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხვიჩიას თქმით, ევროკავშირის კითხვარზე გაცემული პასუხები ამომრჩეველსაც აინტერესებთ.

„თუ არ ვცდები საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ კითხვარზე პასუხები არ იქნება საჯარო. ჩვენ თითქმის ყველა კომიტეტში გვყავს წარმომადგენელი, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ანუ ყველგან ვართ წარმოდგენილი პარლამენტში და ვიცით, რომ პარლამენტმა შეავსო ასევე ეს კითხვარი. რა ფორმატში შეგვეძლო და ვერ შევძელით მონაწილეობის მიღება? როგორ შეიძლება, ოპოზიცია ვართ, ხალხმა აქ მოგვახვედრა, ბიუროზე ვზივარ, თქვენ გეკითხებით და არ მაქვს საშუალება გავეცნო პასუხებს, რომლითაც საქართველომ რაღაც ვალდებულება აიღო, მათ შორის, ჩემი ამომრჩევლების სახელითაც. ჩემს ამომრჩევლებსაც აინტერესებს და მინდა, რომ რაღაცნაირად გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს, ავხსნა, გავაკრიტიკო, ან შეგაქოთ, ან რაღაც პოზიცია გამოვხატო ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ იმდენად საჯარო ინტერესის ამბავია, იმდენად ეხება ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს, რომ ფიზიკურად არ შეიძლება მისი შინაარსის გასაიდუმლოება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი