ირაკლი ზარქუა - თავის დროზე ძებნილი სააკაშვილი ტაშ-ფანდურით მიიღო პოროშენკომ, თუმცა მერე ვნახეთ, როგორ ათრევდა თმებით, ამიტომ ზელენსკის ვურჩევდი, კონცენტრირდეს გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას

თავის დროზე ძებნილი სააკაშვილი ტაშ-ფანდურით მიიღო პოროშენკომ, თუმცა მერე ვნახეთ რესტორანში, როგორ დასდევდა და თმებით ათრევდა, ამიტომ ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუა ზელენსკის მოუწოდებს, იმაზე კონცენტრირდეს, რომ "აგრესორი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, რამენაირად შეაჩეროს".

"უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს გაუგებარ ბრალდებებს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. აშკარად იკვეთება "ნაციონალური მოძრაობის", ამ მეხუთე კოლონის გავლენა მათ ხელისუფლებაზე. თავის დროზე ძებნილი სააკაშვილი ტაშ-ფანდურით მიიღო პოროშენკომ, თუმცა მერე ვნახეთ რესტორანში როგორ დასდევდა და თმებით ათრევდა იქით-აქეთ. ოდესაში საერთოდ საქმეც კი აღძრეს კორუფციაზე. ამიტომ ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევბზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას, რომ ის აგრესორი, რომელიც არის ჩვენი საერთო მტერი, იქნებ რამენაირად შეაჩეროს, როგორმე გადაარჩინოს სიცოცხლეები უკრაინაში და თავის ქვეყანა. ამაზე ვურჩევდი კონცენტრირებას და არა აბსურდულ ბრალდებაზე", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა