გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი წყლის გარდა ვერაფერს იღებს, აქვს ანემია და ვერ იცნობთ, ისეა გამხდარი

მიხეილ სააკაშვილი წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს, აქვს ანემია და რომ შეხედავთ, ვერ იცნობთ ისეა გამხდარი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ ტრაგედიის შემთხვევაში პასუხისგება მოუწევთ და თავად სააკაშვილი მზად არის, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად კატასტროფული, ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს და ორჯერ აერია გული, როდესაც იქ ვიყავი. წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს, აქვს ანემია და რომ შეხედავთ ვერ იცნობთ ისე არის გამხდარი. მაინცდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? თუ ადამიანობა არ გყოფნის პრაგმატულობა მაინც უნდა გყოფნიდეს, რომ გესმოდეს რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი, ქართულ საავადმყოფოში მაინც.

რატი ბრეგვაძემ და „ქართული ოცნების“ ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ ტრაგედიის შემთხვევაში პასუხისგება მოუწევთ. თავად მზად არის, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს, გადასხმასაც ვერ უკეთებენ წესიერად და ჩვეულებრივი სოფლის ამბულატორიაა. კრიტიკულად აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რითაც მოიგებს ყველა პრაგმატული თვალსაზრისით. არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ გამოვიყვანთ ამ ადამიანს ციხიდან“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა