შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე წარადგინონ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განსახილველად და კენჭსაყრელად პლენარულ სხდომაზე წარადგინონ.

“ნაციონალურ მოძრაობას“ მათ მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გაახსენა და საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე გატანის წინადადებით მიმართა.

თავად ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განმარტა, რომ კომისიის შექმნის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია მობილიზებული იყო, სათანადო რაოდენობის ხმების მოგროვებისა და კომისიის შექმნის შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ “უმრავლესობამ არც თუ ისე ღირსეული და ეთიკური გადაწყვეტილებით“, კომისიის ჩამოყალიბების წინ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყვიტა.

ამასთან, დეკანოიძემ კომისიის შექმნის საკითხის განსახილველად სესიაზე გატანა არ გამორიცხა.

პასუხად შალვა პაპუაშვილმა დეკანოიძეს მიმართა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მინიმუმ 50 ხმაა საჭირო, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციას 50-ზე გაცილებით მეტი ხმა აქვს და “კომისიის შექმნა ერთ ხმაზე დამოკიდებული არ არის“.

“დიდი ხანია საკითხი პარლამენტის დღის წესრიგშია - ან ნახეთ, შეძლებთ თუ არა ოპოზიციის დარწმუნებას, რათა მხარი დაგიჭირონ ან დღის წესრიგიდან ამოვიღოთ, რადგან თვიდან თვემდე მოგვყვება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დადგენილების პროექტი “საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ პარლამენტში იანვარშია ინიცირებული.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს