K2 კოეფიციენტის მატებისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდა მშენებლებს 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდებათ

K2 კოეფიციენტის მატებისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდა მშენებლებს 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდებათ.

ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში შედის.

პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

„დღეისათვის სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც 2017 წლამდე გააჩნდათ K 2 კოეფიციენტის მატებისთვის გადასახდელი თანხები და რომელთა გადახდაც ვერ მოხდა, მაგრამ მშენებლობა თითქმის დასრულებული აქვთ, იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ მშენებლობების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, გთავაზობთ 2025 წლამდე გადავუწიოთ მათი გადახდა იმ დათქმით, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნას 2025 წლის 1 იანვრამდე",- განმარტა კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა ბექა დავითულიანმა. მომხსენებლის თქმით, დღისათვის ქვეყანაში ასეთი 25 კომპანიაა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი