ირაკლი ბერაია ფინეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობების გაღრმავებასა და უსაფრთხოების მიმართულებებზე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„ფინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს და ჩვენ ამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაფართოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და იმ კომპლექსურ გარემოზე ვისაუბრეთ, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეგიონში და ეს შეეხება როგორც კონვენციურ ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებს. ფინელ კოლეგებთან საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და გაძლიერებაზე ვისაუბრეთ და განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სფეროზე გავამახვილეთ, რადგან ფინეთი, უსაფრთხოების გარემოს გაუარესების გამო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს და ამ კუთხით, საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

შეხვედრაზე ჩვენ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, რადგან ფინეთს, ამ მიმართულებით, კარგი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ორივე მხარე მივესალმეთ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ფინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის საკითხებიც განიხილეს, რაც ქართულ მხარეს ფინეთის გამოცდილების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს