დავით სერგეენკო - საქართველო არცერთ სანქციას გვერდს არ აუვლის და არანაირი სახით სანქციებისთვის გვერდის ავლის მფარველი არ იქნება

საქართველო არცერთ სანქციას გვერდს არ აუვლის და არანაირი სახით სანქციებისთვის გვერდის ავლის მფარველი არ იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში მას კონკრეტული არგუმენტი არ მოუსმენია.

“მომხრე ვარ, ქვეყნებს შორის კოლეგა ინსტიტუციებს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ რჩებოდეს“, - დასძინა დავით სერგეენკომ.

ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა