დავით სერგეენკო USAID-ის საქართველოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის საქართველოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას USAID ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს.

„სტუმრები დაინტერესდნენ, თუ რას საქმიანობს საქართველოს პარლამენტი ბავშვთა უფლებების იმპლემენტაციის კუთხით. გავაცანით ჩვენი სამუშაო გეგმა და შევჯერდით მომავალ თანამშრომლობაზე და მათი მხრიდან მხარდაჭერის კონკრეტულ პროექტებზე. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა, ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოსა და USAID-ს შორის, კვლავაც ნაყოფიერი და წარმატებული იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს