მედია - მიმდინარე კვირას ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ მეექვსე სასანქციო პაკეტზე იმსჯელებენ

მოსალოდნელია, რომ ევროკომისია 3 მაისს ევროკავშირის ელჩებს განსახილველად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს გადასცემს. ახალი სანქციების გამოქვეყნება კი 9 მაისისთვის იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ეტაპობრივად სანავთობო ემბარგოს.

გარდა ამისა, სანქციები შეეხება რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ რაოდენობას, ასევე რუსეთის ბანკებსა და „სბერბანკს“.

დიპლომატების თქმით, რომელთა ვინაობა არ სახელდება, რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვა იგეგმება ეტაპობრივად, წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის იგეგმება გარკვეული გამონაკლისის ფორმულის შექმნა, რადგან ეს ორი ქვეყანა დამოკიდებულია რუსეთის ნავთობზე და სირთულეებს აწყდებიან ალტერნატიული მიწოდებების ძიებაში.

კიდევ ერთი მედიასაშუალების, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა 4 მაისს იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო