ნუგზარ წიკლაური - თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, თუ ლახვარს ჩასცემენ, მაშინ სულერთია მარჯვენა ხელით დაიწყებენ ევროკავშირის კითხვარის შევსებას თუ მარცხენა - შეუძლებელია ასეთი ხელისუფლების ადგილი იყოს ევროპაში

თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, თუ ადამიანს ჩასცემენ ლახვარს, მაშინ სულ ერთია მარჯვენა ხელით დაიწყებენ ევროკავშირის კითხვარის შევსებას თუ მარცხენა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ასეთი ქვეყნის და ასეთი ხელისუფლების ადგილი იყოს ევროპაში.

„საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკოსზე, არც მხოლოდ პრეზიდენტზე, საუბარი არის იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო, რომელსაც ახლა სურს, რომ გახდეს ევროპის ნაწილი, უშვებს თუ არა თავის წიაღში იმას, რომ ველური პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდეს ადამიანზე, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ჩვენ არ ვითხოვთ ვინმესგან გულმოწყალებას, აქ საუბარია იმაზე, რომ არსებობს კანონი, არსებობს ჰუმანურობა და არსებობს პრაგმატიზმი. კანონის მიხედვით ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი და მის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღდგეს იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის. ჰუმანურობა არის ის, რაც უნდა ახლდეს ყველა ხელისუფლებას და ყველა ადამიანს და ამის აშკარა ნაკლებობას ვხედავ.

თუ ეს არ მოხდება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, თუ ადამიანს ჩასცემენ ლახვარს, მაშინ სულ ერთია მარჯვენა ხელით დაიწყებენ ევროკავშირის კითხვარის შევსებას თუ მარცხენა. შეუძლებელია ასეთი ქვეყნის და ასეთი ხელისუფლების ადგილი იყოს ევროპაში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო