„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არცერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს, რწმუნებულები კი  ერევიან არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს გაწეული ხარჯები შეისწავლა, რამაც ჯამურად 5,567,583 ლარი შეადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არცერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს, არსებული პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო რწმუნებულების“ გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ისინი ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას.

„დეცენტრალიზაციის დაბალი დონის პირობებში, „სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია მუნიციპალიტეტებზე ფორმალური თუ არაფორმალური კონტროლის განსახორციელებლად.

კვლევის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,397,668 ლარი შეადგინა, რაც საერთო ხარჯების 80 პროცენტია, ამავე დროს 100,517 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (4,297,151 ლარი); ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 211,210 ლარი გაიცა, რაც 145,290 ლარით მეტია 2020 წელს გაცემული პრემია/დანამატის (65,290 ლარი) ოდენობაზე;

ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 98 ავტომობილი, (მათ შორის 13 გაუმართავი/ამორტიზებული), რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 273,432 ლარი დაიხარჯა; სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 602,937 ლარი დახარჯეს 230,692 ლიტრი საწვავის შესასყიდად. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 45,066 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 113,883 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10,663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა; სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2021 წელს 48,437 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 4,951 ლარი დაიხარჯა;

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 29,948 ლარი გაიღეს, რომლის ძირითადი ნაწილი - 18,889 ლარი იმერეთის ადმინისტრაციაზე მოდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლვევის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა და ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (275 დასაქმებული) შედარებით.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე - 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში.

„2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4,397,668 ლარი გაიცა; ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 211,220 ლარი გაიცა, რაც 145,290 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე; 2021 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია ცხრავე ადმინისტრაციაში გაიცა, ყველაზე მეტი - 34 ,820 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე - 6,100 ლარი კი გურიის ადმინისტრაციაში. 2021 წელს ჯილდო, პრემია და დანამატი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს არ აუღიათ; სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ სატრანსპორტო მომსახურებაში 876,369 ლარის ხარჯი გასწია, საიდანაც 602,937 ლარი საწვავის შეძენაზე, 273,432 ლარი კი ავტომობილების შეკეთებაზე დაიხარჯა. 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 230,692 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რომლის 32 პროცენტი - 74,482 ლიტრი უშუალოდ სახელმწიფო რწმუნებულებზე მოდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო