აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლიბანის რესპუბლიკის ორი მოქალაქის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლიბანის რესპუბლიკის ორი მოქალაქის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის განმახორციელებელი ლიბანური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის წევრი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობით მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების შეგროვებას, ლეგალიზაციას და სამოქალაქო ბრუნვაში მიქცევას ახორციელებდნენ, ხოლო გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული ოდენობის შემოსავალს იღებდნენ.

„ძებნილი ლიბანის მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წლის 25 სექტემბერს დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

იუსტიციის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ძებნილის აშშ-ში ექსტრადიცია.

საქართველოს პროკურატურა პარტნიორ ქვეყნებთან ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლიბანის რესპუბლიკის ორი მოქალაქის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადიცია განხორციელდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო