კარლ ჰარცელი - დარწმუნებული ვარ, მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ, პროცესი კარგად მიდის - ეს არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ. პროცესი კარგად მიდის, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ელოდება, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს დასკვნას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.

„მერგო პატივი, მიმეღო პრემიერ-მინისტრისგან ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, რომ ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი და ობიექტური შეფასება, რასაც ევროპული კომისია განახორციელებს ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ეს ეხება საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და მთავარ ეკონომიკურ და სხვა კრიტერიუმებს.

რაც შეეხება დროის გრაფიკს, მოლოდინი მაქვს, რომ ევროპული კომისია დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარადგენს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, გამოაქვეყნებს თუ არა ევროკავშირის კითხვარსა და პასუხებს.

„თამაშის წესები ის არის, რომ ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება“, – განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო:კარლ ჰარცელი - დარწმუნებული ვარ, მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ, პროცესი კარგად მიდის - ეს არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა